კათედრა

Democracy, Rule of Law and Human Rights in the European Union

„ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებებს დაცვა”

(EUCONST – Grant Agreement N 620393-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR)

ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის მიზანია:

  • ევროინტეგრაციის და ევროპული ღირებულებების გავრცელება ევროკავშირის სწავლების, კვლევისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
  • ევროპის კავშირის შესახებ სამი ახალი სასწავლო კურის განვითარება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრაცია;
  • საქართველოს-ევროკავშირის საკითხებზე სტუდენტებს, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ინიცირება;
  • ევროკავშირის შესახებ კვლევისა და დისკუსიების განვითარება, მათ შორის ჟან მონეს კათედრის პუბლიკაციების საშუალებით;
  • ახალგაზრდების ჩართვა დებატებში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციების, საჯარო ლექციების და საზაფხულო სკოლის მეშვეობით.

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. 

კათედრის მიერ ხორციელდება შემდეგი სასწავლო კურსები:

  • ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი – ბაკალავრიატი;
  • ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის კავშირში – ბაკალავრიატი;
  • დემოკრატია და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში – მაგისტრატურა;
  • კონსტიტუციური დემოკრატიის გამოწვევები ევროპის კავშირში – საზაფხულო კურსი.

კათედრის მიერ ორგანიზებულია შემდეგი ღონისძიენბები:

  • ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია 2023;
  • ჟან მონეს ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია;
  • ჟან მონეს ყოველწლიური საზაფხულო სკოლა;
  • მრგვალი მაგიდა უნივერსიტეტში;
  • საჯარო ლექცია და დისკუსია საჯარო სკოლებში;

ბლოგი

კათედრის მიერ პერიოდულად ქვეყნდება ბლოგები ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, ინსტიტუტების და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.

გამოქვეყნებული ბლოგები იხილეთ გვერდზე.


საუბრები ევროკავშირის შესახებ

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პერიოდულად მონაწილეობს ტელევიზიის და რადიოს სხვადასხვა გადაცემებში კათედრის საქმიანობის, ასევე ევროპული ღირებულებების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სასაუბროდ. 

განხორციელებული აქტოვობა იხილეთ გვერდზე

A comparison with how other casinos usually handle this reveals that cuntspins places a strong emphasis on responsible gambling tools. The platform offers various features designed to promote a safer gaming environment. Regular software updates ensure that users have access to the latest tools and protections, enhancing overall security. One key feature is the option for players to initiate a cooling-off period, allowing them to take a break whenever needed. This potentially helps in managing gaming habits and preventing excessive play. Additionally, the casino provides a reload bonus on weekends, encouraging players to enjoy their gaming experience while maintaining control over their activities. This approach not only adds to the excitement but also allows for responsible spending. Overall, these measures reflect a commitment to fostering a responsible gambling culture while still offering engaging entertainment options.


პუბლიკაციები

მალხაზ ნაკაშიძის სტატია “ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში: ევროპული სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა” კრებულში: კონსტანტინე კორკელია (რედაქტორი) „ადამიანის უფლებათა დაცვა და კოვიდ-19-ის პანდემია”, თბილისი, 2021


 


სასამართლო პრაქტიკა

კათედრის ვებგერდიდან ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვა სახელმძღვანელო მასალები.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამის გვერდს ECHR – CJEU


 


ბიბლიოთეკა

კათედრას გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია სასწავლო კურსებისთვის აუცილებელი ძირითადი ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ლიტერატურის სანახავად გადადით გვერდზე