ჟან მონეს მოდული
„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“
(TRIO.JOIN.EU – Grant Agreement N : 101127000 – ERASMUS-JMO-2023-MODULE)
ჟან მონეს მოდული დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დამიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მუდულის მიზანია:
- ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმებისა და პროცესის შესახებ ცოდნის გავრცელელება, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით;
- ევროკავშირის შესახებ ახალი სასწავლო კურსის განვითარება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრაცია, საზაფხულო, ზამთრის სკოლების, საჯარო ლექციების ორგანიზება და პუბლიკაციების გამოქვეყნება;
- სტუდენტებს, აკადემიურ წრეებს, საჯარო სკოლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა პარტნიორებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე დიალოგის ინიცირება;
ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.


