„ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებებს დაცვა”
(EUCONST – Grant Agreement N 620393-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR)
ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის მიზანია:
- ევროინტეგრაციის და ევროპული ღირებულებების გავრცელება ევროკავშირის სწავლების, კვლევისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
- ევროპის კავშირის შესახებ სამი ახალი სასწავლო კურის განვითარება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრაცია;
- საქართველოს-ევროკავშირის საკითხებზე სტუდენტებს, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ინიცირება;
- ევროკავშირის შესახებ კვლევისა და დისკუსიების განვითარება, მათ შორის ჟან მონეს კათედრის პუბლიკაციების საშუალებით;
- ახალგაზრდების ჩართვა დებატებში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციების, საჯარო ლექციების და საზაფხულო სკოლის მეშვეობით.
ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.
კათედრის მიერ ხორციელდება შემდეგი სასწავლო კურსები:
- ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი – ბაკალავრიატი;
- ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის კავშირში – ბაკალავრიატი;
- დემოკრატია და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში – მაგისტრატურა;
- კონსტიტუციური დემოკრატიის გამოწვევები ევროპის კავშირში – საზაფხულო კურსი.
კათედრის მიერ ორგანიზებულია შემდეგი ღონისძიენბები:
- ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია 2023;
- ჟან მონეს ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია;
- ჟან მონეს ყოველწლიური საზაფხულო სკოლა;
- მრგვალი მაგიდა უნივერსიტეტში;
- საჯარო ლექცია და დისკუსია საჯარო სკოლებში;
ბლოგი
კათედრის მიერ პერიოდულად ქვეყნდება ბლოგები ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, ინსტიტუტების და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.
გამოქვეყნებული ბლოგები იხილეთ გვერდზე.
საუბრები ევროკავშირის შესახებ
ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პერიოდულად მონაწილეობს ტელევიზიის და რადიოს სხვადასხვა გადაცემებში კათედრის საქმიანობის, ასევე ევროპული ღირებულებების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სასაუბროდ.
განხორციელებული აქტოვობა იხილეთ გვერდზე
ბიბლიოთეკა
კათედრას გააჩნია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია სასწავლო კურსებისთვის აუცილებელი ძირითადი ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ლიტერატურის სანახავად გადადით გვერდზე