განათლება და მეცნიერება საფრთხეშია

განათლება და მეცნიერება საფრთხეშია

მეგობრებო, განათლება და მეცნიერება საფრთხეშია!
 
დღეს აქ ევროპაში, ვესწრები ერთ-ერთ დიდ ყოველწლიურ ევროპულ კონფერენციას https://stateoftheunion.eui.eu სადაც მონაწილეობენ წამყვანი ექსტერტები, პროფესორები, მკვლევარები, პრეზიდენტები, პოლიტიკოსები და განიხილავენ ევროპის კავშირის განვითარების საკითხებს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების პერსპეტივებს. აქ ხალხი აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერას გვიცხადებენ.
 
მე მინდა არა მხოლოდ დავწერო ჩემი მონაწილეობის შესახებ, არამედ კიდევ ერთხელ ვთქვა აქედან #არარუსულკანონს რომელიც ანგრევს საერთოდ ჩვენს განათლების და მეცნიერების სიტემას!
 
ვფიქრობ ასეთ რთულ დროს, ყველამ ჩვენი ისტორია უნდა გავუზიაროთ საზოგადოებას ევროკავშირთან მეგობრობის შესახებ. პირველად ევროკავშირში 2011 წელს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მოვხვდი. ეს იყო პოსტ-სადოქტორო კვლევითი ვიზიტით დუბლინის უნივერსიტეტის (ირლანდია) სამართლის და მმართველობის სკოლაში და დაფინანსებული იყო ღია საზოგადოების ფონდების მიერ. აქ არიან ჩემი მეგობრები და ემახსოვრებათ ეს პროგრამა (CARTI). ამ სტიპენდიამ ჩემს აკადემიურ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. მას შემდეგ ვმუშაობ მხოლოდ უნივერსიტეტში და ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, აშშ-ის, სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, ბევრი კარგი საქმე გავაკეთე ჩემი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის. შემდეგ იყო სხვადასხვა პროექტები, ვიზიტები, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებულია 2016 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარატემენტისგან ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიის (Fulbright Visiting Scholar Program) მოპოვება. ამ სტიპენდიამ საშუალება მომცა ერთი სასწავლო წელი ამერიკულ უნივერსიტეტში გამეტარებინა. იქედან დაბრუდნების შემდეგ, მნიშვნელოვანი კონტაქტების გამოყენებით, საქართველოში არა ერთი ღონისძიება, კვლევა და პუბლიკაცია განვახორციელეთ. ამ წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან შეზღუდული იყო პროფესორების მხარდაჭერა, ხოლო რაც ფორმალურად არსებობდა, ხშირ შემთხვევაში დაფუძნებული იყო წინასწარ გარიგეგებზე (გაუმჭვირვალობაზე) და ჩაწყობაზე. ამიტომ ჩემთვის ბევრი შესაძლებლობა დაიხურა ქვეყანაში.
 
სწორედ ევროკავშირი აღმოჩნდა ის შესაძლებლობა, რამაც პროფესიული განვითარების და უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო 2020 წელს, ევროკავშირისგან Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ჟან მონეს კათედრის პროექტის მოპოვება. შემდეგ 2023 წელს კიდევ ერთხელ ჟან მონეს მოდულის პროექტი ევროკავშირისგან. საბოლოო ჯამში ამ პროექტებით პირდაპირ თუ ირიბად, რამდენიმე ათასმა სტუდენტმა თუ სხვა დაინტერესებულმა პირმა ისარგებლა. შემდეგ იყო 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს კვლევითი სტიპენდიის მოპოვება ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში (EUI), რობერტ შუმანის ცენტრში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. ყოველი ვიზიტის დროს მქონდა ფიქრები ქვეყნის დატოვების შესახებ, მაგრამ ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. ახლაც ასე ვფიქრობ, უნდა დავბრუნდე საქართველოში და გავაგრძელო საქმე ევროინტეგრაციისთვის. ვფიქრობ ყველა ერთად დავუპირისპირდებით ამ კანონს და ქვეყნის დატოვება არ მოგვიწევს.
 
მე არ ვარ არავითარი უცხოური ძალის აგენტი! ახლაც აქ ვარ საქართველოს წარმომადგენელი. დარწმუმებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული ყველა პროექტი მიმართული იყო მხოლოდ საქართველოს განათლების და მეცნიერების განვითარებისკენ, უნივერსიტეტის გაძლიერებისკენ.
 
ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების და იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას.