საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“

საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“

14 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და გაწევრიანების პროცედურა“. ღონისძიება გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის მიერ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრ Eti Holding-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლის 40-მდე მოსწავლემ, ასევე მასწვალებლებმა. ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის შესახებ. მოსწავლეებს მიმართეს და კითხვებს უპასუხეს ასევე Eti Holding-ის დამფუძნებელმა ირინა ხაჟალიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიება ჩატარდა პროექტის ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
 
On April 14, a public lecture and discussion on “The European Union’s fundamental values and the Accession Procedure” was held at Batumi Shota Rustaveli State University. The event was opened by the Rector of Batumi Shota Rustaveli State University, Professor Merab Khalvashi. The meeting was organized by the Jean Monnet Chair of Batumi Shota Rustaveli State University in collaboration with the English Language Center Eti Holding. The event was attended by about 40 public school students as well as teachers. Professor Malkhaz Nakashidze, the Jean Monnet Chair, spoke about the core values of the European Union, as well as the procedure for joining the European Union. The students were also addressed and answered by the founder of Eti Holding Irina Khazhalia and the head of the Information Center on NATO and the European Union Irma Gabinashvili. A discussion was held at the end of the meeting. The event was organized within the Jean Monnet Chair ”The European Union’s fundamental values: Democracy, Rule of Law and Protection of Human Rights” funded by European Commission in the framework of Erasmus+ Programme of the European Union and designed to promote excellence in teaching and research in the field of European Union studies worldwide.