ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა და საქართველოს პერსპექტივები
შალვა შალიკაძე* – 15 პრილი 2022
ევროკავშირი და საკუთვრივ ევროპა დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, როდესაც მის კონტინენტზე რუსეთის ფედერაციამ ბოლო ასწლეულის ყველაზე სისხლისმღვრელი ომი წამოიწყო. მიუხედევად იმისა, რომ ევროპის მოლოდინი რუსეთის ნორმალური სახელმწიფოდ ქცევა იყო, იმპერიული რუსეთის არჩევანი არ გახლდათ ევროპის პატივისცემა და მისივე ინტერესებიდან გამომდინარე შეიჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და წამოიწყო სისხლისმღვრელი ომი. ნათლად უნდა ითქვას, რომ თუ ევროკავშირს სურს რელევანტური დარჩეს სამხრეთ აღმოსავლეთ ერვოპის რეგიონში მან უნდა აღიაროს, რომ რუსეთი, თავისი აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი კონკურენტია და მასთან არ გამოვა ისეთ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობა, კონფლიქტის მედიაცია და მოგვარება. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკისთვის გადამწყვეტია განისზღვროს უფრო ნათელი და უფრო კოორდინირებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ.[1]
რუსეთის მიერ სისხლიანი ომის წამოწყებამ დიდი ზიანი მოუტანა უკრაინას თუმცა ბლოგში განხილული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები. ევროკავშირში გაწერვიანება რა თქმა უნდა არ გახლავთ მარტივი ან ერთჯერადი მოვლენა, პირიქით იგი დროში გაწერილი და გაწელილი პროცესია, რომელსაც ჭირდება სამთავრობო და საზოგადოებრივი ფუდამენტური ხელშეწყობა ევროპული ღირებულებებისა თუ სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ამასთან, ევროპული ინსტიტუტებისა თუ ღირებულებათა დანერგვა უნდა იყოს რელევანტური ადგილობრივ მოსახლეობასთან, სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ნაწილობრივ მენტალიტეტთან.
ევროკავშირი ღია კარის პოლიტიკას ატარებს, ასეთია მისი ხელგაშლილობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც განსაკუთრებით დაწინაურდა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ასოცირებული ტრიო. ევროკავშირი გაწევრიანების მისწრაფებები ამ ქვეყნებს ძვირად უჯდებად, ვინაიდან მათი მეზობელი, რუსეთი, ქმნის ხელოვნურ კრიზისებს, რათა შენელდეს ან მოირღვეს გაწევრიანების შანსები. ერთი რამ ცხადია, შეიძლება ამას დაუწერელი შეთანხმება ვუწოდოთ, მაგრამ მათი გაწევრიანება სხვა ყველა ბენეფიტთან ერთად რუსული თავდასხმების შეკავებასაც გულისხმობს – ასეთია დიპლომატიური ენა.
მაშასადამე, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იყო ზუსტად ნიშანი ევროპისთვის, რომ ასოცირებული ტრიო გადასარჩენია, დასაცველია აღმოსავლეთ ევროპა. ამიტომ გააქტიურდა თავად ერვოკავშირიც და პარტნიორი ქვეყნებიც. ევროკავშირში გაწევრიანების დრო რა თქმა უნდა დადგებოდა, თუმცა ეს არ მოხდებოდა გარკვეული ათეული წელიწადი. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა და დააყენა ეს საკითხიც. დიახ, ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირთან ასე ახლოს ვართ უკრაინელი ხალხის და უკრაინის დამსახურებაა. მაგრამ ამ მოვლენას თავად სხვაგვარად ვუყურებ. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს საქართელოს ფაქტორი, მხედველობაში მაქვს 2008 წელი, საქართველო იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელმაც პირველი დარტყმა მიიღო „იმპერიული“ რუსეთისგან. ამ დროს გვახსოვს, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფცია აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, რაც რუსეთისთის მკაცრი დიპლომატიური პასუხი იყო. მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დადგან, რადგან ეს პროცესი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო, თავად ქვეყნისთვისაც და ევროკავშირისთვისაც. ამასთან მეგობრებთან უნდა შეგვეძლოს გულახდილი საუბარი და უნდა აღვნიშნოთ, რომ 2008 წელს სრულად ევროპამ ვერ შეაფასა რუსეთის მოქმედებები, შესაბამისად ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დამატებითი დაძაბულობის ფაქტორი იქნებოდა აქტიურ საკთხად არ დააყენა.
დავუბრუნდეთ ისევ ახლანდელ მოვლენებს, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა განაცხადი გააკეთეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროპა ევროპული და მორალური ღირებულებების წინშე დადგა. ასოცირებულ ტრიოსთან ერთად ევროკავშირზეა დამოკიდებული რამდენად მზადაა მიიღოს ახალი წვრები და რამდენად მზადაა აღმოუჩინოს მათ ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება. ამასთან მათი გაწევრიანება გაკვეული დაძაბულობების შექმნას არ გამორიცხავს, რისთვისაც ევროპა უნდა იყოს მზად.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი პასუხისმგებლობა ევროკავშირზე უნდა იყოს გადატანილი. „ახლა ბურთი საქართელოს მხარესაა“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.[2] ევროკავშირისთვის მარტივია საკუთარ სივრცეში მიიღოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, ნორვეგია, შვეიცარია, რომლებიც ასორიცებულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მეტათაა ინტეგრირებული ევროპასთან. გაწევრიანება სწორედ ამიტომაა დროში გაწელილი პროცესი რადგან იგი საზოგაოდების და პოლიტიკური სივრცის განვითარების ახალ ეტაპზე გადასხვლას მოითხოვს.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
ომისა და ევროკავშირის ფანჯრის გახსნის პარალელურად გააქტიურდნენ ასოცირებული ტრიოს ქვყენები. უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მალევე მოჰყვა მოლდოვასა და საქართველოს განცხადებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ 1. ევროკავშირში გაწერვიანება არ გახლავთ მთავრობათა გადაწყეტილებები რაც ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური პარტიები ვერ შეაფერხებენენ მსგავს პროცესებს, ევროკავშირი პირდაპირ ურთოერთობას ამყარებს ქართველ ხალხთან – მთვარობათა ლეგიტიმურობის მთავარ წყაროსთან. 2. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნების გაწევრიანების ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს განმსაზღვრელი ვერ იქნება სხვა ფაქტორები, გარდა დადგენილი კრიტერიუმებისა.
საინტერესოა როგორ ხდება ევროკავშირში გაწევრიანება და რა პროცესები უნდა გაიარონ ქვეყნებმა კანდიდატობის მიღებიდან წევრობამდე. თუმცა მანამდე უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყანა „თვითგამორკვეული“ უნდა იყოს საკუთარ პრინციპებში და საგარეო პოლიტიკაში.
თუ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ქვეყანას მაშინ შეთანხმეული უნდა იყოს სამი რამ ერთმანეთთან. 1. პოლიტიკური ნება; 2. ევროპის რეგიონის და ევროპული სივრცის წევრობა; 3. ხალხის ნება. თუ რომელიმე ვერ უკავშირდება ერთმანეთს მაშინ ქვეყნის საგარეო კურსში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ დგას. მაგალითად, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი სრულად აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს, თუმცა ისინი არ არიან კავშირის წევრები, რადგან საზოგადოება ამ ქვეყნებში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
როგორ ხდება ევროკავშირში გაწევრიანება?
ევროკავშირში 49-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წვრობის შესახებ განაცხადის შეტანა იმ ქვყნებს შეუძლიათ რომლებიც პატივს სცემენ ევროპულ ღირებულებებს. 1993 წელს დანიაში კოპენჰაგენის სამიტზე მიღებულ იქნა „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის იყო შემოღებული. ამ კრიტერიუმების თანახმდ, ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლიათ ქვეყნებს რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- პოლიტიკა – აქვთ სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სტაბილური ინსტიტუტები. პატივს სცემენ ადამინის უფლებებს, მოქმედებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და დაცულის კანონის უზენაესობა.
- ეკონომიკური – ევროკაშირში გაწევრიანების შემდეგ წევრ ქვეყანას უნდა გააჩნდეს თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა, მზაობა იმისა რომ კონკურენცია გაუწიოს და შევიდეს ევროპის ეკონომუკურ ბაზარზე.
- სამართლებრივი – ამ თვალსაზრისით ევროკავშირი აკვირდება ევროკავშის სამართლებრივ ნორმებთან ქვეყნის კანონმდებლობის თანხვედრას და ევროკავშირიში დაწესებულ კანონებისა და პრატიკის გამოყენებას.[3]
თავდაპირველად ქვეყანამ უნდა წარადგინოს განცხადება ევროკავშირის საბჭოს წინაშე, საბჭო კი კომისიას დაავალებს განსახილველად მოამზადოს დასკვნა წევრი ქვეყნის შესახებ და პარალელურად ქვეყანას გადასცემენ კითხვარს, სადაც პასუხი უნდა გაეცეს დეტალურად ყველა კითხვას. შემდგომ საბჭო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნასა და ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარს განიხლავს. ქვეყნისთვის კითხვარის გადაცემა ეს კანდიდატობისკენ წინ მიმავალი ნაბბიჯია და ნიშნავს რომ პროცესები დაიძრა. კითხვარისთვის ქვეყანას 30 დღიანი ვადა ეძლევა რა დროშც იგი უნდა გადაუგზავნის საბჭოს. ამ დოკუმენტების განხილვის შემდგომ 27 ქვეყნის ერთსულოვნებით ქვეყანას ენიჭება კანდიდატოს სტატუსი და იწყება ევროინტეგრაციის უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესი. პარალელურად ქვეყანა ემზადება ევროპული კანონებისა და სტანდარტების დასანერგად, ვინაიდან ევროკავშირში შეხვლა სამართლებრივი ნორმების გარკვეულ ცვლილებას და ევროპულ სამართალთან მიახლოებას ნიშნავს.
პირობათა შერსულების შემდეგ, იწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კომისია კვლავ ამზადებს დასკვნას იმის შესახებ თუ რამდენადაა ქვეყანა მზად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. კომისიის დასკვნის შესაბამისად თითოეული წევრი ქვეყნები კენჭისყრით იღებენ გადაწყვეტილებას ახალი წევრის და ევროკავშირის გაფართოების თაობაზე. დადებითი პასუხის შემთხევაში კნდიდატი და წევრი ქვეყნები ხელმოწერით ადასტურებენ ახალი წევრის მიღებას და ახდენენ დოკუმენტთა რატიფიცირებას რის შემდეგაც ქვეყანა ევროკავშირის ოფიციალური წევრია.
როგორც აღვნიშნე, გაწევრიანების პროცესი რათული და ხანგრძლივია. ამასთან კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას. შესაძლებელია კანდიდატმა ქვეყანამ გარკვეული პერიოდი ვერ მოახერხოს გაწევრიანება ან უარიც კი ეთქვას. ამის არაერთი მაგალითია: საბერძნეთი რომელმაც განაცხადი 1975 წელს გააკეთა ხოლო წევრი 1981 წელს გახდა, ხორვატია განაცხადი 2003 წელს შეიტანა წევრი კი 2013 წელს გახდა, დიდ ბრიტანეთს კი ყველაზე მეტჯერ მოუწია ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის მოსმენა (თუმცა იგი გავიდა ევროკავშირიდან).[4]
საქართველო და ასოცირებული ტრიო
საქართველოსა და ევროკავშრის ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მათ ხელი მოაწერეს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო საქართელოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება. მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხვრივ ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხვრივ, საქართველოს შორის“, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გეგმაა. იგი მიზნად ისახავს საქართველოს კონტიტუციური არჩევანის კიდევ უფრო განმტკიცებას, ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ეს ყველაფერი კარგია თუმცა თუ კრიტერიუმებს მივუყვებით გვექნება შემდეგი სურათი. გავლენიანი ჟურნალ The Economist-ის გამოცემაში რომელიც დემოკრატიის ინდექს იკვლევს 2020 და 2021 წლებში საქართველოს და ასოცირებული ტრიოს რეიტინგი ასეთია. 2020 წელი: უკრაინა 79-ე ადგილი, მოდლოვა მე-80, საქართელო 91-ე ადგილი.[5] 2021 წელი: მოლდოვა 63-ე, უკრაინა 86-ე, საქართელო 91-ე ადგილი.[6] The Economist-ის მიერ უკრაინისთისა და საქართელოსთის მიძღვნილ თავში „ჰიბრიდული რეჟიმები – საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ბოლოდროინდელი კლების ტენდენციას“ ნათქვამია, რომ „საქართელოში დემოკრატია დაზარალდა და რამდენიმე ტურბულენტურმა მოვლენამ შეაფერხა დემოკრატიული პროცესები“.[7] ამ დასკვნაში სამწუხაროდ იგულისხმება, პოლიტიკური დაძაბულობა, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა, ხარვეზები სასამართლო სისტემასა და მართმსაჯულებაში, ასევე გარკვეული პრობლემები ადრეც და ახლაც საარჩევნო სისტემაში.
თუმცა თუ დროის გარკვეულ მონაკვეთს ავიღებთ, რაც უკეთ გვანახებს ქვეყნებში დემოკრატიის სტანდარტს, იმას თუ ზოგადად როგორ და საითკენ მიდიან ქვეყნები, ასოცირებული ტრიოს შეთქვევაში გვექნება შემდეგი მონაცემები. 1. საქართელო; 2. მოდოვა და ბოლო მე-3 ადგილს ურაინა დაიკავებს, რაც ნიშნავს რომ საქართველო შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს დემოკრატიის საკითხში. საქართველოს გააჩნია პერსპექტივები გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც საქართველო და ვერც ასოცირებული ტრიოს სხვა ქვეყნები ბოლომდე ვერ აკმაყოფილებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.
ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებული შეხედულებები ევროკავშირში
ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს გაწევრიანება ნიშნავს დემოკრატიის საზღვრის უფრო გადმოწევას აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან ამას შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული დაძაბულობა, თუმცა მალევე განიმუხტოს. ევროკავშირისთვის მნიშნელოვანია დემოკრატის დაცვა, რომლის მთავრი ექსპოტიორია იგი მეზობელ ქვეყნებში. ამასთან გასათალისწინებელია ქვეყნების პოზიცია ახალი წევრების მიღებაზე. საფრანგეთსა და გერმანიას არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ ამ საკითხთან დაავშირებით. ასევე ახალი წევრების მიღება რიგ ადმინისტრაციულ ცვლილებებს მოითხოვს. ევროკავშიიში გაწევრიანების ამჟამად არსებული წესებით, 2003 წლის ნიცის შეთანხმება, დადგენილი ინსტიტუტციური ჩარჩო განსაზღვრულია მოხლოდ 27 ქვეყნისთვის. ახალი წევრის მიღების შემდეგ კი უნდა მოხდეს ევროკავშირის შიგნით წევრ სახელმწიფოთა ურთიერთობის ახალი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების დადება. ასევე უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურა რათა პროცესი არ გახდეს პარალიზებული.
ამასთან ერთად კანდიდატი წვეყნები იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა შეძლონ დაეწიონ ეკონომიკურად ევროკავშირს. მაგალითად, 2004 წელს ახალი 10 წევრის მისაღებან განკუთვნილმა დახმარებამ 41 მილიონი შეადგინა.[8] პანდემიის და ფინასური კრიზისების ფონზე აღნიშნულიც პრობლემას წარმოადგენს ევროკავშირსთვის. თუმცა რომ შევაჯამოთ ევროკავშირის მზაობა და ერთსულოვნება ნათელია უფრო მეტად დაუახლოვდეს ასოცირებულ ტრიოს. ამასთან მის გადაწყვეტილებზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი მოახდენს. პირველი, ეს იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ზოგადად ქვეყნის მონაცემები წევრობის მზაობაზე და მეორე, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა. რუსული სისხლისმღვრელი ომი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და ეროვნული ინტერესები.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა გარკვეულწილად შეანელოს პროცესი, რამდენიმე ფაქტი ზემოთ აღვნიშნე. ამასთან შესაძლოა გაკეთდეს ასოციებულ ტრიოსთან და ევროკავშის შორის დათქმა გარკვეული მოვალეობებისა და დავალების შესრულების შემდეგ კვლავ დაუბრუნდენ მოლაპარაკების მაგიდას წევრობასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
არაა გამორიცხული, რომ რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების გამო ევროკავშირმა დიპლომატიური პასუხი გასცეს აგრესორს და საბოლოოდ გადაუჭრას აღმოსავლეთ ევროპის ხელში ჩაგდების იმედი. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ევროკავშირმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან მჭიდრო დაახლოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე.
* ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი
[1] შტეფან მაისტერი, „აღმოსავლეთის პარტნიორობა, მისწრაფებების განახლება და გავლენა სამეზობლოზე“, 17 სექტემბერი 2019 ავტორი, <https://bit.ly/3OcRBqg> ბოლო ნახვა: 15.04.2022.
[2] კარლ ჰარცელი, ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, EU მზადაა მხარდაჭერისთვის, Bussines media Georgia, 11 აპრილი, 2022, <https://bit.ly/3Od8n8C> ბოლო ნახვა: 15.04.2022.
[3] ძიძიგური ნინო, „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გამომცემლობა „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ 2019 წელი. გვ. 85
[4] ძიძიგური ნინო, „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, 2019, გვ. 85.
[5] The Economist – Democracy Index 2020 In sickness and in health? A report by The Economist Intelligence Unit, 2020, p. 10-11, <https://pages.eiu.com/rs/753-RIQ-438/images/democracy-index-2020.pdf> ბოლო ნახვა: 15.04.2022.
[6] The Economist – Democracy Index 2021 The China challenge, A report by The Economist Intelligence Unit, 2021, p. 14. <https://bit.ly/3jMZ29v> ბოლო ნახვა: 15.04.2022.
[7] The Economist – Democracy Index 2020 In sickness and in health? A report by The Economist Intelligence Unit, 2020, p. 45, <https://pages.eiu.com/rs/753-RIQ-438/images/democracy-index-2020.pdf> ბოლო ნახვა: 15.04.2022.
[8] პასკალ ფონტენი, „ევროპა: 12 გაკვეთილი“ ევროკომისია კომუნიკაციის გენერალური დირექტორის გამოცემები B-1049 ბრიუსელი. 2006, გვ. 14.